„საქართველო ყოველთვის მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და თუკი ვინმე მოინდომებს, რომ იყოს უფროსი, ეს ასე არ მოხდება. ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, უფროსი დაინიშნონ, და ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ“, – განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

“ჩვენ ვიქნებით მეგობრები, ღირსეული მეგობრები, წავყვებით ყველა იმ საქმეში, რაც საქართველოს ფიზიკურად არ გაანადგურებს და ქართულ იდენტობას არ გაანადგურებს. ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხეს ნურავინ დაგვიდებს დღის წესრიგად და ნუ ამოგვიღებს, მაგალითად, იმ ტრიადიდან, რომელიც დიდმა ილიამ თქვა – სარწმუნოებას – და ნუ ჩაგვინაცვლებს ნურავის ხელით – დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით. მოკლედ, ომისკენ ნუ მოგვიწოდებენ, როგორც ეს ხდებოდა ორი-სამი წლის წინ და სარწმუნოებას ილიას ტრიადიდან ნუ ამოგვიღებენ; დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით, ვითვალისწინებთ იმ პათოსს და გვინდა მეგობრობა და ვიღაცებს ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, უნდათ, რომ უფროსი დაინიშნოს და არ არის ასე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.