“უსამართლობა არც ევროკავშირიდან არის ასატანი და არც სხვა რომელიმე ქვეყნიდან“, – განაცხადა  პარტია “ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების სანქციები არ შეაშინებს და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე უარს ვერ ათქმევინებს.

„როდესაც ვსაუბრობთ უსამართლობაზე, ვგულისხმობთ იმ ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ ჩვენს კოლეგას, რომლებიც პატივს არ სცემენ ევროპულ ინსტიტუციებსაც კი. ასეთია ევროპის საერთაშორისო სასამართლო, რომელმაც არაერთხელ გამოიტანა გადაწყვეტილება პატიმარ სააკაშვილის დანაშაულებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, უტიფრად, უკანონოდ ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას.

ფოტიგასა და კუბილიუსის სანქციები ვერ შემაშინებს, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას დავთანხმდე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.