“რა ტანჯვა წამება გადაუტანია ამას, “ნაცების” დროს ატყავებდნენ ბიჭებს ცოცხლად და ეს რაზე წუწუნებს”, – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ბექა ჩხაიძე, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ, ოჯახურ ძალადობასა და პოლიციელებზე თავდამსხმაში მსჯავრდებულ – ლაზარე გრიგორიადისზე, რომელმაც საპატიმრო დღეს დატოვა.

მისივე თქმით, იმ დროს რომ ერთი საათით შეეხედა გრიგორიადისს გლდანის ციხეში, ინტერვიუს კი არა, მისი წივილი დაანგრევდა ქვეყანას.

“იმ დროს რომ შეეხედა ამას ერთი საათით გლდანის ციხეში, ინტერვიუს კი არა, ამის წივილი დაანგრევდა ქვეყანას. ტენდერიო ბიჭოო და მუსიკაო” წერს ბექა ჩხაიძე “ფეისბუკის” გვერდზე.