“ხალხის ძალა” ამბობს იმას, რასაც მათი არაფსევდოლიბერალი კოლეგები დასავლეთში – ათეისტური, ნეომარქსისტული “ქადაგებით”, იდენტობის მოშლით, უაზრო დოგმებითა და Woke-იდეოლოგიით გაჯერებული ევროპა არც ერთ საღად მოაზროვნეს არ სჭირდება”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც ნათქვამია: „ჩვენ არ გვინდა ევროპა ევროპელების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს“.

“ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ღირებულებების დაცვა ე.წ. რუსული ვერასდროს იქნება; ეს ულტრამემარცხეენების გამრუდებული აღქმაა, რომელთა დომინირება დაუშვებელია“, – წერს აბაშიძე.