„პირველად ქუჩაში მეც ძალიან პატარა ასაკში გავედი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმემ მცდარი აზრი მომახვია თავს და უსაფუძვლოდ წამაქეზა, არამედ იმის გასაპროტესტებლად, რომ “ნაცრეჟიმმა” ჩემი მეგობარი, 15 წლის გიორგი ზერეკიძე დაიჭირა და წვრილმან ხულიგნობაზე 10 წელი მიუსაჯა!“ – წერს სოციალურ ქსელში „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

„მაშინ რეჟიმი მძვინვარებდა, ტოტალური შიშის დასათესად საჭირო იყო გამოგონილი დამნაშავე, რომელსაც სამაგალითოდ დასჯიდნენ. ახლა რომ შფოთავთ, ხელისუფლება ლაზარეს დამნაშავედ აცხადებდაო, ლაზარემ რაც დააშავა, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ყველამ, როგორ ესროლა პოლიციელს “მოლოტოვის კოქტეილი”, როგორ წვავდა ქუჩებში მანქანებს და მამამისის ჩვენებაში წავიკითხეთ, როგორ დაჭრა შვილმა ორივე დუნდულაში. აი, რაც შეეხება სისტემის მიერ უდანაშაულო ადამიანის სტიგმატიზებას, ამას აკეთებდა სააკაშვილი, რომელმაც 15 წლის გიორგი ზერეკიძე ტელევიზიით არაერთხელ გამოაცხადა ბანდიტად, ხოლო ყველას, ვინც ამბობდა, რომ 15 წლის ბავშვის 10 წლით ციხეში გაშვება არ შეიძლებოდა, ჩარეცხილებს უწოდებდა! ზერეკიძის ოჯახმა საქართველოში სამართალი რომ ვერ იპოვა, საქმე სტრასბურგში წაიღო. “ნაცრეჟიმმა” კარგად იცოდა, როგორ დამთავრდებოდა ეს დავა სტრასბურგში და ოჯახს შეუთვალეს, – თუ სარჩელს გამოიტანთ, თქვენს შვილს 3 თვეში გამოვუშვებთო. სარჩელი გამოიტანეს და, საქართველოში დაბრუნებისას, გიორგის დედას აეროპორტში ნარკოტიკები ჩაუდეს, ჩადებული ნარკოტიკი მამამ აიღო საკუთარ თავზე, რომელიც რამდენიმე თვეში ციხეში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ნახეს… მოკლეს!

ახალგაზრდებო, იცით, ასეთი ტრაგედია რამდენ ოჯახში დაატრიალეს იმ ადამიანებმა, ვის გვერდითაც თქვენ დგახართ?! გუშინ, გული რომ დაგეწვათ, ლაზარეს ციხეში მუსიკა ენატრებოდაო, თქვენი ასაკის ახალგაზრდებს, ხშირად სრულიად უდანაშაულო ადამიანებს ციხეში ცოცხით და “დუბინკით” აუპატიურებდნენ, გვამებზე აბამდნენ, გადაჩურჩულებისა და ლოცვის გამო ცემაში კლავდნენ! გლდანის ციხე, საიდანაც თქვენი “გმირი” ლაზარე კუნტრუშით გამოვიდა, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო! იქედან ან ცოცხალი ვერ გამოდიოდნენ, ან ეტლითა და საკაცით გამოჰყავდათ ნატანჯი ადამიანები, რომლებიც წლები იშუშებდნენ მიყენებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრამვებს!

ნაცვლად იმისა, ბიძინა ივანიშვილს მადლობას ეუბნებოდეთ, რომ თქვენ აღარ მოგიწიათ იმ სასტიკ რეჟიმში ცხოვრება, ახლა, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურებით იმ ყველაფრის უკან დაბრუნებას! არ ვაპირებ, კოჭი გაგიგოროთ მოხლოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდები ხართ და ეს თქვენი უპასუხისმგებლობის რაღაცნაირ ინდულგენციად აქციეთ! სამშობლოს ბედი თქვენი ხუშტურებით ვერ განისაზღვრება! დიდი ბრძოლაა. ახლა წყდება, იქნება თუ არა საქართველო რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა და შევუნარჩუნებთ თუ არა ილიასეულ ტრიადას, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა – მამული, ენა, სარწმუნობა!
გაიხედეთ ჩვენ გარშემო, ნახეთ, რა ტრაგედიაშია უკრაინა; ნახეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში; რა პროცესებია ჩვენს რეგიონში! უდიდეს მონაპოვარს – მშვიდობას და განმტკიცებულ სუვერენიტეტს არ წაგართმევინებთ ერთ მუჭა ლიბერალურ ბაბლს და ტრენდებს აყოლილ ინდაურებს!!!
29 აპრილს ყველანი რუსთაველზე!!!“ – წერს შაქარიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.