“დღეს ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის – გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი “ფეისბუკის“ გვერდზე.

“ცნობისათვის:
2023 წელს ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტმა 657 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ლიეტუვიდან – 2,3 მილიარდი;
საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტმა 168 მლნ დოლარი შეადგინა, ლიეტუვიდან – 180 მლნ. და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა.

ესეც საინტერესოა: რუსეთში ვისკის ექსპორტით პირველ ადგილზე ლატვიაა; ცეცხლმოკიდებული უკრაინის გავლით რუსეთიდან ევროპისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 5-6 ჯერ აჭარბებს რუსეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის მთელ მოცულობას; მიმდინარე წელს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიმღებთა შორის ევროპაში პირველ ადგილზე საფრანგეთი “გაიჭრა”, რომლის პრეზიდენტმა, სულ ახლახან, უკრაინაში სამხედრო ძალების შეყვანაზე ილაპარაკა”, – წერს ვოლსკი.