ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საზოგადოებას კვლავ შეახსენა, თუ რა ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან საქართველო და პროგრესული სამყაროს სხვა ქვეყნები.

ფსევდოლიბერალობამ და მახინჯმა დოგმებმა წალეკეს არაერთი ინსტიტუტი მსოფლიოში. თუმცა, როგორც ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება ამ დესტრუქციულ, გლობალისტურ იდეოლოგიას, ასევე წარმატებულნი იქნებიან ისინი, ვინც იცავენ სუვერენიტეტს, რწმენას, ღირებულებებსა და ტრადიციებს”, – წერს გია აბაშიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.