„რასაკვირველია, ფსევდოლიბერალური “ბაბლის” პერსონაჟებს პრემიერ ორბანის ეს განცხადება, რომ ირაკლი კობახიძე ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა, არ მოეწონებათ და კონვულსიებში ჩავარდებიან, თუმცა როდის იყო მარგინალთა აზრი მნიშვნელოვანი?” – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის – ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომლის თქმითაც, “ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა. ყველა გამოწვევის, ზეძალის მიუხედავად, როგორ შეიძლება ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება ქვეყანაში – ეს ნამდვილად არის მოჭადრაკის, გროსმაისტერის უნარი”.

“უახლესი ისტორია მკაფიოდ აჩვენებს, რომ პრემიერ-მინისტრი კობახიძე და მმართველი გუნდი ოსტატურად იგერიებენ საქართველოზე თავდასხმებს უსამშობლო ვერცხლისმოყვარეთა ყველა მიმართულებიდან.
Hungarian PM praises Georgian counterpart, says “Irakli Kobakhidze is considered great chess player in Georgian politics”, – წერს აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.