„უსამშობლოთა ზეიმია დღეს. ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, დღევანდელ დღეს უქმად გამოაცხადებდნენ და ევროკომისიის გადაწყვეტილებას არც დაელოდებოდნენ. ჩვენ კი დაველოდოთ, ხოლო ევროსაბჭოთა კავშირის მხრიდან ესოდენ „სარფიანი” შემოთავაზება გავარჩიოთ 29-ში“, – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.

„ამას ჰქვია „შემოთავაზება, რომელზეც უარი არ უნდა თქვა”. ანუ, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს შავი ფულის გაუმჭვირვალე ათვისების „საპატიო” მისია, ფართო გზა გაუხსნას ლგბტ პროპაგანდას, საპატიმროდან გაათავისუფლოს ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი კრიმინალი იდეოლოგი, სანქციების ქვეშ აიყვანოს „მეცენატი და ქველმოქმედი” (©კელი დეგნანი, 2022 წლის მარტი) და, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ევროპაში შესასვლელად ვიზები აღარ დაგვიბრუნონ. ჰო… დამავიწყდა – და აფხაზეთი „სახელმწიფოა”.

უსამშობლოთა ზეიმია დღეს. ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, დღევანდელ დღეს უქმად გამოაცხადებდნენ და ევროკომისიის გადაწყვეტილებას არც დაელოდებოდნენ. ჩვენ კი დაველოდოთ, ხოლო ევროსაბჭოთა კავშირის მხრიდან ესოდენ „სარფიანი” შემოთავაზება გავარჩიოთ 29-ში, როდესაც რუსთაველზე არმოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან, ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან და 9 აპრილის გმირების სულებში ჩაფურთხებასთან…“ – წერს დავით ქართველიშვილი.