„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში არასამთავრობო სექტორის მოწოდებას ეხმაურება. საუბარია არასამთავრობოების მოწოდებაზე, მოსახლეობა 28 აპრილს, [მათი შეფასებით] “რუსული კანონის” გასაპროტესტებლად, რესპუბლიკის მოედანზე გამოვიდეს.

„ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად “დააიგნორებს” „რუსულ ბზობას”, ხოლო საღამოს 18 საათიდან “დაიკიდებს” „ტოტენჰემ”-„არსენალისა” და „ნოტინგემ”-„მანსიტის” ყურებას – ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც “ნაცებიც” კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად”! მათ ადგილას კი ვიტყოდი, – „ანდროპოვის ყურებთან” ვიკრიბებით-მეთქი“, –  წერს დავით ქართველიშვილი.