საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, ცვალებად სამყაროში არსებულ გამოწვევებს უპასუხონ.

„დღეს ჩვენი ევროპა მოკვდავია და შეიძლება მოკვდეს. ევროპას, რუსეთის აგრესიის სახით, ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება. ჩვენ უნდა მივიღოთ სარწმუნო თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული აშშ-ზე“, – აღნიშნა მაკრონმა.