„არ ვიცი, რა ძალაა ისეთი, რომელიც ადამიანს, ერთხელ ბოდიშმოხდილი ამბის შემდეგ, ცილისწამებაზე კიდევ წაგიყვანს, თუ არა ადამიანური ეთიკის ელემენტარულ წესებზე გადაბიჯება“, – წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი.

„კარგია, რომ, სამართლებრივად, იმდენს მაინც მიხვდა ეს გამოცემა, რომ ტექსტად არ აქცია ის ცილისწამება, რაც მისმა რედაქტორმა იკადრა. მაგრამ ვიდეოს სახით რომ ავრცელებენ, ესეც ბევრზე მეტყველებს.

“ნეტგაზეთისა” და „ბათუმელების“ ასეთი ქცევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მედიის დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლის გამჟღავნების წინააღმდეგაც, სინამდვილეში, ეს გამოცემა იბრძვის, უალტერნატივოა.

“გამჭვირვალობის კანონის” არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებს“. თუმცა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთი დეზინფორმაციული მედიის უკან „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) დგანან.
ამით ყველაფერი ნათქვამია, ვინაიდან ამ ქცევაში არაფერია ქართული“, – აღნიშნავს პაპუაშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.