„ევროპარლამენტის მხრიდან უცხო არ არის მსგავსი უსამართლო რეზოლუციების მიღება, რომლებიც, ამასთანავე, დეზინფორმაციას ეყრდნობა“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დღეს მიღებული რეზოლუცია საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებს ვერ გააფუჭებს.

“ეს რეზოლუცია ევროპარლამენტის რეპუტაციის კიდევ ერთი სირცხვილის ლაქაა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ნიკა გვარამია და გიული ალასანია იყვნენ ჩასულები, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ამ ევრორეზოლუციის უკან რა დონის დაფინანსება და ლობიზმი დგას.

აღნიშნული რეზოლუცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპარლამენტის მხრიდან მოწოდებას ევროკომისია არ გაითვალისწინებს“, – განაცხადა სეფაშვილმა.