“რუსთაველებმა კარგად დაინახეს “ქართული ოცნების” გუნდისა და გახარია-“ნაცების” მმართველობას შორის სხვაობა. ქალაქი ვითარდება და განვითარების ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს”, – განაცხადა რუსთაველმა დეპუტატმა ლექსო დალაქიშვილმა პარლამენტში.

“ჩვენ გვაქვს გულწრფელი ემოცია და სურვილი, რომ რუსთაველებმა მეტი სიკეთე მიიღონ და ამაში დესტრუქციული ძალები ხელს ვერ შეგვიშლიან. ჯანსაღი ოპონირება მისაღებია, მაგრამ მავნებლობა არ გაუვათ. ჩვენ, ნინო ლაცაბიძის ხელმძღვანელობითა და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, რუსთავს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ”, – განაცხადა დალაქიშვილმა.