“ეს არის რეზოლუცია, რომელიც არის რეკომენდაცია აღმასრულებელი ძალების მიმართ, გადაიხედოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ეს არის მხოლოდ შანტაჟი იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუციების მხარდაჭერას, პირველ რიგში, სჭირდება 27 ქვეყნის მხარდაჭერა“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა.

მისივე თქმით, უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვას 18 თვე, ევროკომისიის საბოლოო დასკვნა და ევროკავშირის 27 ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება.

„როდესაც ვიცით, რომ 27 ქვეყანა ამ სამარცხვინო რეზოლუციას არ დაუჭერს მხარს, ეს არის მანიპულაცია და ხალხის შეცდომაში შეყვანა”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.