„ამოდენა ევროპარლამენტს რომ შეაწუხებ და უკვე „გედის სიმღერად” ქცეულ, მათ ერთ-ერთ უკანასკნელ რეზოლუციას იმ კახელის შესახებ კლასიკურ ანეკდოტამდე რომ დაიყვან: „ახლა, ხომ არ გინდათ, დედები რომ **?” – არ გიტყდებათ?! აქაც ხომ იგივე სიტუაციაა“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი.

„ევროპარლამენტარიზმის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე კორუმპირებულმა შემადგენლობამ: ახლა, ხომ არ გინდათ, რომ ვიზალიბერალიზაცია გაგიუქმოთო? იმ კახელისა არ იყოს, იკითხეს, კაცო! უბრალოდ, იკითხეს! რა დღეში უნდა გქონდეს ნერვები, მსგავს შეკითხვებს საგულდაგულოდ რომ ამზადებდე, სავარაუდოდ, ამაში თანხებს ხარჯავდე და მერე ისე გიხაროდეს, პასუხიც რომ არ გაინტერესებდეს, ან თავს იდებილებდე, რომ არ გაინტერესებს.

რაც მთავარია, ამ ნახევარსაათიანი ეფექტის მქონე ანეკდოტურ სიტუაციაზე დაყრდნობით, საკუთარ ერთუჯრედიან სექტანტებს მორიგი „რევოლუციისათვის” რომ აგულიანებ. თანაც, ამ პეპლის სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე სიხარულით, სექტის „დახვეწილი არამზადების ფრაქციის” მრავალუჯრედიანი წარმომადგენლების (თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილი) იძულებით გაღიზიანებას რომ გამოიწვევ პოლიტშიზოფრენიულ აგონიაში მყოფი საკუთარი თანაგუნდელების მიმართ. რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – წერს დავით ქართველიშვილი.