„როგორი სამარისებური დუმილით შეხვდნენ პუტინს ეს სასარგებლო იდიოტები, კრემლისთვის აფხაზეთის მორიგ ჩაბარებაზე, უკვე ბრიუსელის მხრიდან. ეს ჩვენ (და არა ეს უსამშობლო მოღალატეები) „ვამშვენებთ” მათ „მონა.ჯი-ს” სამარცხვინო საიტს“, – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

“თან იძახიან, ბიძინა ივანიშვილი „ქართველი ხალხის მოთხოვნით” უნდა დაისაჯოსო, თან 29-ში ამ ხალხის დანახვა არ უნდათ, რადგანაც, მათივე კვლევებით, ჩვენ “არ ვარსებობთ”. ბოლშევიზმის რეპრესიები, გაკულაკება, მღვდლების დახვრეტა ყოველთვის „გულანთებულ მუშათა კლასისა და გლეხობის, საბჭოთა ინტელიგენციის” მოთხოვნით ხორციელდებოდა. ოღონდ მერე, ნელ-ნელა, ამ მოთხოვნების ავტორების დასახვრეტი და გასაგულაგებელი ჟამიც დგებოდა.

ეს ჩვენი 83 პატრიოტი და არა მათი 425 ევროპარლამენტარი ყოფილა, თურმე, საქართველოს მტერი. ამ ლაქია მარიონეტებს უყვართ ხმამაღალი პერფორმანსები, „მაგნიტსკის სიების” მსგავსი… არ იქნებოდა ურიგო, „ჟიული შარტავას სია” შეგვედგინა და იქ შეგვეყვანა უაფხაზეთო საქართველოს მომხრე, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი მოღალატე. ვიზალიბერალიზაციის „შეჩერების” არარსებული საფრთხეებით “ფეიკ”-განგაშებს რომ ტეხენ, სწორედ მათ უნდა დაუწესდეს განგაში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას – იმის ანალოგიური, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნამყოფი რუსეთის მოქალაქე დღეს რომ ვეღარ შემოდის ქვეყანაში“, – წერს დავით ქართველიშვილი.